Sunday, March 26, 2017

პროექტის სახელწოდება: ,,პეპი გრძელი წინდა“.
 პროექტის მთავარი იდეა: წიგნიერების დონის ამაღლება დაწყებითი საფეხურის ბავშვებისათვის.
 პროექტის აქტუალურობა: წიგნისაგან გაუცხოება ახალგაზრდებს აშკარად დაეტყოთ. მათი ზოგადი განათლების დონე და მეტყველების კულტურა უკიდურესად დაბალია, ლექსიკური მარაგი – ღარიბი, აზროვნება – დაშტამპული. ამდენად, პრობლემა ძალზე სერიოზული და აქტუალურია.
 პროექტის მიზნები: 
  მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება
.  მხატვრული კითხვის უნარების დაუფლება.
 მოსწავლეებში გუნდური მუშაობის უნარის ჩამოყალიბება
. მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარება.
 ისტის გამოყენება.
მონაწილეთა ასაკი: IV კლასის მოსწავლეები.
 ვადები/ხანგრძლივობა:2კვირა.
 მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტეები, რაც შეიძლება შეიქმნას:
  კედლის გაზეთი.
  პერსონაჟის რუკები.
 წიგნის მინი ხელნაწერი ვერსია.
 ილუსტრაციები.
 პროექტისთვის საჭირო რესურსები:
  წიგნები.
  კომპიუტერი, ინტერნეტი.
  ფორმატის ქარალდები.
  თაბახის ფურცლები, კალამი, ფერადი ფლომასტერები, გუაშები.
 პროექტის მსვლელობა:
 I. მე-4 კლასში მოსწავლეებმა შეისწავლეს უცხოელი მწერლების სხვადასხვა ნაწარმოებიდან პატარა ნაწყვეტები, მათ შორის ასტრიდ ლინდგრენის ,,პეპი გრძელი წინდა“. ამ ნაწარმოებმა მოსწავლეთა დიდი ინტერესი გამოიწვია, ამიტომ გადავწყვიტე, გაგვეკეთებინა მოკლევადიანი პროექტი, რომელიც ამ ნაწარმოების უკეთ გაცნობას შეეხებოდა.
 II. პირველ დღეს მოსწავლეთა ერთ ჯგუფს დაევალა, მოეძიებინა ინფორმაცია ასტრიდ ლინდგრენის შესახებ. შემდეგ გააკეთებდნენ პრეზენტაციას და გააცნობენ მთელ კლასს. III. ნაწარმოებს დავყოფთ თავებად. შემდეგ გადავანაწილებ მოსწავლეთა 5 ჯგუფში და დაევალებათ, კონკრეტული თავების წაკითხვა.
 IV. გაკვეთილების შემდეგ მოეწყობა ყოველდღიური შეხვედრები და განვიხილავთ წაკითხულს.
V. გარდა ნაწარმოების კითხვისა, მოხდება ნაწარმოების გაგება-გააზრება.
 VI. შევადგენთ პერსონაჟის რუკებს; თითო დღე დაეთმობა თითო პერსონაჟის განხილვას; მოვიწვევთ თავად გმირებს, მაგალითად, პეპი იქნება რომელიმე მათი თანაკლასელი, რომელიც ერთ დღეს პეპის გარეგნობით მოვა სკოლაში და ა.შ.
 VII. ბავშვები თავისი ხელით შექმნიან ილუსტრაციებს ამ ნაწარმოებისთვის.
 VIII. გააკეთებენ პატარა წიგნებს.
 IX. გამოუშვებენ კედლის გაზეთს. დააინტერესებენ სხვა კლასის მოსწავლეებსაც, წაიკითხონ ეს ნაწარმოები.
 ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგები:
  ქართ. IV. 1. მოსწავლეს შეუძლია ადეკვატურად აღიქვას სხვადასხვა სახის ტექსტი და გადმოსცეს მათი შინაარსი.
  ქართ. IV. 2. მოსწავლეს შეუძლია გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება მხატვრული ნაწარმოების მიმართ.
  ქართ. IV. 6. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა თემაზე შექმნილი მხატვრული ტექსტების დამოუკიდებლად წაკითხვა.
  ქართ. IV. 12. მოსწავლეს შეუძლია შესწავლილი ტექსტის შინაარსის დაწერა; ავლენს თვითგამოხატვის სურვილს.
 საგნობრივ ჯგფებთან კავშირი: ქართული, ხელოვნება, ისტი.
 პროექტის ხელმძღვანელი: ნინო მოსულიშვილი.
 ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:mosulishvilinino1@gmail.com

შეფასების რუბრიკა      გაკვეთილის გეგმა

No comments:

Post a Comment

პროექტის სახელწოდება: ,,პეპი გრძელი წინდა“.   პროექტის მთავარი იდეა: წიგნიერების დონის ამაღლება დაწყებითი საფეხურის ბავშვებისათვის.   პრ...